ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებათა, რეკომენდაციათა განახლებული კრებული გამოიცა

25 ივლისი 2016

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია აგრძელებს პროფესიული ეთიკის საკითხებზე შეფასებების გამოცემის ტრადიციას და ამჯერად განმარტებებს 2014-2016 წლების გადაწყვეტილებათა და რეკომენდაციათა მიხედვით აქვეყნებს. ეთიკის კომისიის საქმიანობის პირველი გამოცემა, ეთიკის კომისიის 2010-2013 წლების პრეცედენტებსა და რეკომენდაციებზე დაყრდნობით, რომლითაც ადვოკატთა პროფესიული ეთიკით დაინტერესებულ პირებსმოწესრიგებული სახით მიეწოდა კოდექსის თითოეული მუხლის შესახებ კომისიის განმარტებები, 2013 წელს გამოქვეყნდა. პროექტი განხორციელდა,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა” ევროკავშირის  პროექტის “Human Dynamics” ფინანსური მხარდაჭერით.

 

წლების მანძილზე პრაქტიკამ აჩვენა, რომ საჭიროა ადვოკატები სისტემურად იყვნენ ინფორმირებული თუ რას აკეთებს ეთიკის კომისია ადვოკატთა პროფესიული პასუხისმგებლობისა და კლიენტთა ინტერესების დაცვისათვის. წინამდებარე გამოცემა განკუთვნილია, ძირითადად, ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის, თუმცა მისი არსებობა და ამ ტრადიციის გაგრძელება მნიშვნელოვანია როგორც მოქმედი, ასევე, მომავალი, ახლად ასარჩევი ეთიკის კომისიისათვის და უმაღლესი საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, სადაც მიმდინარეობს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კურსის სწავლება სტუდენტებისათვის.

 

ეთიკის კომისია მადლიერებას გამოხატავს ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდავეთის რესპუბლიკის, უკრაინის და ბელორუსიის პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო“ ფარგლებში შექმნილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის პროექტის მიმართ, რომლის დახმარებით შესაძლებელი გახდა იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის უახლესი, 2014-2016 წლების ეთიკის კომისიის პრაქტიკის ორგანიზებული სახით მიწოდება.

 

გამოცემა ხელმისაწვდომია ასოციაციის ვებ-გვერდზე  გამოცემათა განყოფილებაში შემდეგ ლინკზე 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი